ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფო-ტური გურიაში

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული კომპანიებისა და მედიასაშუალებებისთვის ინფო-ტურებს აგრძელებს. ადმინისტრაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  ორგანიზებით გურიას ტურ-ოპერატორები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ბლოგერები ეწვივნენ.

ტურის მონაწილეებმა სოფელ ბუკისციხეში ადგილობრივი მარანი დაათვალიერეს და ჩხაველის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო დააგემოვნეს, მოინახულეს სოფელი გორაბერეჟოულში მდებარე  ერისთავების ციხე-დარბაზი და ციხის გარშემო გაშენებული დენდროლოგიურ პარკს ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა ჯიშის იშვიათი  მცენარეებია.

გრიგოლეთში ტურის მონაწილეებმა ახალი სასტუმრო „გრიგოლეთი რეზორტი“ დაათვალიერეს. 60 ნომრიანი სასტუმრო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით დაფინანსდა. სასტუმრო საერთაშორისო ბრენდ Trademark Collection by Wyndham-ს ეკუთვნის.

ტურის მონაწილეებისთვის სოფელ  ხიდისთავში კულინარიული მასტერკლასები გაიმართა.  სოფელ ბახვში საოჯახო ბიო საწარმო დაათვალიერეს, მონაწილეობა მიიღეს ჩაის კრეფასა და დეგუსტაციაში.  სოფელ ვაკიჯვარში  დაათვალიერეს საკალმახე მეურნეობა და ტურისტული ბანაკი.

ტურის ფარგლებში მონაწილეებმა ოზურგეთში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის  მუზეუმი დაათვალიერეს, სოფელ შემოქმედში ესტუმრნენ მარანს, ასევე  დაათვალიერეს შეკვეთილთან ახლოს მდებარე წვერმაღალას პარკი.

ტურის მიზანია ტურ-ოპერატორები გურიის ტურისტულად ნაკლებად ცნობილ მარშრუტებს გაეცნონ და მოგზაურებს  ახალი ტურისტული ლოკაციები შესთავაზონ, აგრეთვე „ჩაის გზის“ პროექტის მხარდაჭერა და ადგილობრივი საოჯახო მარნებს პოპულარიზაცია.

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ტურ-ოპერატორები და გიდები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „Gitoa” – საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციის, “GTA” – საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ შეირჩნენ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …