ტურიზმის აღდგენის დინამიკა – 2022 წლის სექტემბერი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტემბრის სტატისტიკურ მონაცემებს
აქვეყნებს. 2022  წლის სექტემბერში საქართველოში 636,235 საერთაშორისო
მოგზაურის ვიზიტი შედგა,  ზრდა 2021  წლის სექტემბერთან შედარებით +157.5%-
ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა
ვიზიტები 69.4%-ით აღდგა.
ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა როგორც სექტემბერში, ასევე
მიმდინარე წლის 9 თვეში მნიშვნელოვნად გაზრდილია.
2022 წლის სექტემბერში საქართველოში 452,155 საერთაშორისო ტურისტული
ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +115.7%-ს
შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო
ტურისტული ვიზიტების 83.8% აღდგენილია.
2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში 3,892,605 საერთაშორისო მოგზაურის
ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +199.1%-ს
შეადგენს. 2019 წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო
მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 53.8%-ია.
2022 წლის 9 თვეში საქართველოში 2,704,133 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი
შედგა, 2021 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +147.5%-ია.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული
ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.8%-ს შეადგენს.
საერთაშორისო მოგზაურებისა და  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების
რაოდენობა  გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით
შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და
დასრულებულ ვიზიტებს.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …