თბილისში ტკბილეულის მწარმოებელი ფრანგული ბრენდი Ladurée გაიხსნა

თბილისი (BPI) – ფრანგული Ladurée უკვე თბილისშია. ფრანგული ბრენდი ქართველ მომხმარებელს ი. აბაშიძის ქუჩა #21ა-ში უმასპინძლებს.

მაკარონებთან და საკონდიტრო ნაწარმთან ერთად Ladurée-ში წარმოდგენილი იქნება ფრანგული სამზარეულო. ქართველ კულინარებთან ერთად იმუშვებს საერთაშორისო კულინარიული გუნდი, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

Ladurée არის ფრანგული საცხობი და ტკბილეულის მწარმოებელი სახლი, რომელიც ყოველდღიურად 15,000 მაკარონს ყიდის. „Ladurée“-ში კერძები მაღალი ხარისხის ინგრედიენტებითა და ნატურალური პროდუქტებით იქმნება.

ეს ყველაფერი 1862 წელს დაიწყო, როდესაც ლუი ერნესტ ლადუღემ პარიზში დააარსა საცხობი. ლუი ერნესტ ლადუღეს მეუღლეს, ჟან სუშაღდს, ჰქონდა სტილების შერევის,  პარიზული კაფისა და საკონდიტრო მაღაზიის შერწყმის იდეა, რამაც შექმნა პირველი ჩაის სალონი ქალაქში.

Ladurée მალე გასცდა საფრანგეთის საზღვრებს და დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპის, აზიის, არაბეთის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკვე მსოფლიოს მასშტაბით 50 ქვეყანაში არის წარმოდგენილი და დღეს Ladurée  უკვე საქართველოშია.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …