ტაძრის კარი ღია რჩება, სასაფლაოები ჩაიკეტება

თბილისი (BPI) -თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი 15 აპრილიდან  კარანტინშია, – პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე   ქალაქების 10 დღით ჩაკეტვაზე და  ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივებაზე  განაცხადა.  არ გამორიცხა სააღდგომოდ სასაფლაოების ჩაკეტვაც, covპრევენციისთვის. ტაძრის კარი ღია რჩება. გახარიამ მოუწოდა მოქალაქეებს  სამღვდელოებას უხერხულ მდგომარეობაში ნუ აყენებს, ყველამ თავად გადაწყვიტოს არ მისვლა. მან covინფიცირების  ბოლო დღე-ღამის კრიტიკულ 30 შემთხვევაზე განაცხადა, რაც  გავრცელების რისკს ზრდის,

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, რომ „ევრაზიულმა კავშირმა“ ექსპორტი აკრძალა და ა.შ. სასურსათო მარაგების, განსაკუთრებით, 9 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე, არანაირი რისკები ქვეყანაში არ არსებობს, მეტსაც გეტყვით, არც იარსებებს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

„სასურსათო პროდუქტების პრობლემა არ იქნება. ჩვენ, მთავრობამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ , რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ არ ჰქონდეთ ფინანსური შეზღუდვა, ეს პროდუქტები შეიძინონ. ეს იქნება მთავარი გამოწვევა ეკონომიკისა და ჩვენი, თორემ პროდუქტი იქნება საკმარისზე მეტი,“- პრემიერმა  უმუშევრებისთვის სოციალური პაკეტზე განაცხადა, რომ საარსებო მინიმუმზე მეტი იქნება, ე.ი  200 ლარზე მეტი. როგორც იცით მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 150 ლარიან შემწეობაზე, საშემოსავლოთი დაბეგრილ  ხელფასის მქონე პირებისთვის. პრემიერის თქმით, ტექნიკური ხარვეზი იყო.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …