ტაქსის მანქანა თეთრად მხოლოდ 78-მა მძღოლმა გადაღება

თბილისი (BPI) – ტაქსის ლიცენზიის მქონე მძღოლებზე 1-ელი მარტიდან დღემდე თეთრად გადაღებვის 382 ვაუჩერია გაცემული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, შპს “ალმას“ დირექტორმა გიორგი ტრაპაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის ღებვის ვაუჩერი გაანაღდა და ავტომობილი თეთრად შეღება მხოლოდ 78-მა მძღოლმა.

რაც შეეხება პროგნოზებს, მოესწრება თუ არა დადგენილ ვადებში თბილისში რეგისტრირებული ტაქსების თეთრად გადაღებვის პროცესი, კომპანია “ალმას” დირექტორი ამბობს, რომ თუ მძღოლები “დროულად მიმართავენ, ყველა ავტომობილის შეღებვა იქნება შესაძლებელი”.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …