სქროლის და თიბისის საზაფხულო აქცია სტუდენტებისთვის – დაიბრუნე გადახდილი თანხის 30%

სქროლის და თიბისის საზაფხულო აქცია სტუდენტებისთვის – დაიბრუნე გადახდილი თანხის 30%

თიბისის, სქროლისა და ვიზას თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი სტუდენტებს მთელი ზაფხულის განმავლობაში აქციას სთავაზობს – სქროლით მგზავრობის საფასურის თიბისის სტუდენტური #შენიბარათით გადახდის შემთხვევაში, თანხის 30%-ს უკან დაიბრუნებ.

ელექტრო სკუტერების გაზიარების სერვისით და შესაბამისად ამ აქციით სარგებლობა თბილისსა და ბათუმში შეგიძლია. გადახდილი თანხის 30% კი უკან დაგიბრუნდება არაუგვიანეს 4 სამუშაო დღისა.

აქციით სარგებლობისათვის:

გადმოწერე აპლიკაცია – Bird მობილურში;
გაიარე რეგისტრაცია;
მიაბი თიბისის სტუდენტური #შენიბარათი აპლიკაციას და მონიშნე გადახდის მეთოდად;
იპოვე რუკაზე სკუტერი;
დაასკანერე QR კოდი, დააჭირე unlock ღილაკს და სკუტერი აქტიურია.

„თიბისისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ყველა იმ პროექტისა თუ ინიციატივის მხარდაჭერა, რომელიც ახალ თაობას, ტექნოლოგიებსა და ცხოვრების გამარტივებას უკავშირდება. სტარტაპი სქროლი ამ სამივე მიმართულებას წარმატებით აერთიანებს. სტუდენტებისთვის, ვისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფულის დაზოგვა და ქალაქის სხვადასხვა წერტილში სწრაფად მოხვედრა, სქროლთან ერთად, აქ, ახლა მარტივად და ხელსაყრელ ფასად გადაადგილებას ვთავაზობთ. რაც მთავარია, გადაადგილების ეკოლოგიურად სუფთა, ინდივიდუალური, სწრაფი და მობილური მეთოდი, რომელიც სოციალურ დისტანცირებასაც უწყობს ხელს, ახალგაზრდებს ცხოვრებას უმარტივებს და ქალაქს საცობებისგან ათავისუფლებს“, – თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

სქროლის მიზანია დიდ ქალაქებში ურბანული მობილობის დღევანდელი სირთულეების მოგვარება და ეკოლოგიური პრობლემების ინოვაციური მეთოდებით გაუმჯობესება.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …