სურგულაძე: საპენსიო შენატანები უფრო დაცულია, ვიდრე ადამიანის სხვა ნებისმიერი აქტივი

თბილისი (BPI) – ინტერვიუ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელთან ლევან სურგულაძესთან:

-2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი პენსია ამოქმედდა. მკითხველს რომ ავუხსთან რა უპირატესობები აქვს მსგავის ტიპის სქემას და რატომ გახდა საჭირო მაინც და მაინც ახლა საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება?

-უფრო უპრიანი იქნებოდა იმის თქმა, რატომ აქამდე არა. ეს უნდა გაგვეკეთებინა უფრო ადრე და ეკონომიკურად გაცილებით უფრო კარგ მდგომარეობაში ვიქნებოდით. რეფორმას აქვს ორი მნიშვნელოვანი დანიშნულება და სიკეთე. გრძელვადიან პერსპექტივაში ამ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების ფინანსურად უზრუნველყოფილი ცხოვრება მათ საპენსიო ასაკში. მოკლევადიან პერსპექტივაში კი, პირველად ცხოვრებაში საქართველოში შეიქმნება მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზა.
ჩვენ 2 წელიწადში ველოდებით დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს, ხოლო 6 წელიწადში – 5 მილიარდ ლარს, რომლის 80%-მა საქართველოს ეკონომიკაზე უნდა იმუშაოს. ანუ, მოხდება აკუმულირებული თანხის ინვესტირება კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში. დღეს ასეთი ინსტრუმენტების სიმცირეა იმიტომ, რომ ჩვენთან კაპიტალის ბაზარი ნაკლებადაა განვითარებული. როგორც კი ქვეყანაში საინვესტიციო ფული გაჩნდება, კომპანიებს მოუნდებათ ამ ფულის გამოყენება თავიანთი საჭიროებებითვის, გაფართოებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვისთვის. შესაბამისად, ისინი იძულებულები იქნებიან გახდნენ ფინანსურად გამჭირვალე, მოწესრიგებულები, აუდიტირებულები და გამოუშვან კეთილსაიმედო ფინანსური ინსტრუმენტები, სადაც ჩვენ ამ ყველაფერს დივერსიფიცირებულად განვათავსებთ. ეს ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, კომპანიების ზრდას, მათი ბიზნესების გაფართოებას. ეს თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, ხელფასების ზრდას, მათ შორის, იმ სოციალური დახმარების ზრდას, რაც დღეს ძალიან დაბალია. ეს სიკეთე იქნება ყველასთვის, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა ის საპენსიო სქემაში.

-უკვე შეიძლება ვისაუბროთ დაგროვებითი საპენსიო სისტემაში ჩართული კომპანიებისა და მოქალაქეების შესახებ. რომ გვითხრათ როგორია კომერციული ორგანიზაციების მხრიდან დაინტერესება, რა რაოდენობის ფირმა ჩაერთო უკვე ამ სქემაში? თქვენი ვარაუდით მიმდინარე წელს რა რაოდენობის მოქალაქეთა ჩართვაა მოსალოდნელი დაგროვებით საპენსიო სისტემაში?

-18 თებერვლის მდგომარეობით, რეგისტრირებული იყო 40 329 კერძო კომპანია. ეს არის მოქმედი კომპანიების უდიდესი ნაწილი. საპენსიო შენატანების სახით შემოსულია დაახლოებით 55 მილიონი ლარი. ველოდებით, რომ გაიხსნება დაახლოებით 500 000 პერსონალური საპენსიო ანგარიში. ეს მხოლოდ ერთ თვეში. ეს არის იმაზე დიდი აქტივობა, ვიდრე ჩვენ ველოდით და სამომავლოდაც, საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი.

-საპნესიო რეფორმის წარმატებული განხორციელება დიდწილად მოსახლეობის ნდობაზეა დამოკიდებული. გამომდინარე იქიდან რომ საქართველოში დაგროვებული თანხების დაკარგვის მწარე გამოცდილება გვაქვს. რით შეგიძლიათ მოქალაქეები დაამშვიდოთ, რომ მათ მიერ საპენსიო ფონდში აკუმულირებულ თანხებს საფრთხე არ ემუქრება? რა გარანტია აქვს ადამიანს, რომ მისი 15-20 წელი ნაგროვები თანხები ერთ დღეს რომელიმე ჩინოვნიკის არასწორი გადაწყვეტილების გამო არ დაიკარგება?

-გვესმის, რადგან ძალიან ცუდი მეხსიერება არსებობს. იყო გარკვეული პრეცენდენტები, მაგრამ ეს იყო 30 წლის წინ. ცუდი პრეცენდენტები იყო 300 წლის წინათაც და 3 000 წლის წინათაც, შესაბამისად, ამის შიშის გამო წინ რომ არ წავიდეთ მართალი არ იქნება. საპენსიო სააგენტო იქმნება საუკეთესო დასავლური სტანდარტების შესაბამისად, მას ექნება როგორც ადმინისტრაციული ნაწილი, რომელიც საპენსიო შენატანების მიღებას და ადმინისტრირებას ახორციელებს, ასევე დამოუკიდებელი, საინვესტიციო პროცესის განმახორციელებელი მხარე.
უახლოეს მომავალში შეიქმნება საინვესტიციო საბჭო, რომელიც მაღალი რანგის და ძალიან გამოცდილი ამ საქმის სპეციალისტებით დაკომპლექტდება. ასევე დამოუკიდებელი იქნება კიდევ ერთი სტრუქტურა-რისკის კონტროლის სტრუქტურა, რომელიც თითოეული ტრანზაქციის დონეზე გააკონტრიოლებს აღნიშნულ საინვესტიციო საქმიანობას. ესეც იქნება სააგენტოს ფარგლებში. ასევე კანონით და კონსტიტუციით საპენსიო შენატანები არის და განთავსდება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე, მონაწილეებს შეუძლიათ შევიდნენ თავიანთ ანგარიშებზე, შეამოწმონ რა თანხა დაუგროვდათ, სად არის ეს აქციები განთავსებული, რა ტიპის საინვესტიციო პორტფელშია, როგორია პორტფელის სტრუქტურა, როგორია ამ აქციების ღირებულება და ასე შემდეგ. ეს აქტივები არის უფრო დაცული, ვიდრე ადამიანის სხვა ნებისმიერი აქტივი, როორიცაა ბინა, მანქანა, ფული ბანკში. საპენსიო დანაზოგებზე არ ვრცელდება არანაირი აღსრულების მექანიზმი. ანუ ვისი ვალიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, ბანკის იქნება ეს, სახელმწიფოსი თუ სხვა სუბიექტის, არანაირი სასამართლო აღსრულება ან ნებისმიერი სხვა აღსრულება საპენსიო დანაზოგებზე არ ვრცელდება. ეს ყველაზე მეტად დაცული, ხელშეუხებელი აქტივია, რომელიც მემკვიდრობით გადაეცემა. ეს გარანტირებულია კანონით, კონსტიტუციით.

-წარმოდგენილი სქემით დაგვროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა არაა სავალდებული 40 წელს გადაცილებული და თვითდასაქმებული მოქალაქეებისათვის, ასეთი კი საქართველოს დასაქმებული მოსახლეობის თითქმის 60-70%-ია. რას აპირებს საპენსიო ფონდი ამ მოქალაქეების მოსაზიდად? როგორ ფიქრობთ სახელმწიფო თვითდასაქმებულებს დამატებითი სარგებელი ხომ არ უნდა შესთავაზოს იმისათვის რომ საპენსიო რეფორმაში ჩაერთონ?

-კანონით, საპენსიო ფონდში ჩართული ყველა ადამიანი სარგებლობს ერთნაირი ბენეფიტებით. ეს არის დასაქმებულის კონტრიბუცია 2%-ის ოდენობით, დამსაქმებლის -2% და სახელწმიფოს კონტრიბუცია 2%-ი. ეს ყველაზე ერთნაირად ვრცელდება. ერთადერთი ჩვენ რაც უნდა გავაკეთოდ და რასაც ვაკეთებთ, არის საინფორმაციო კამპანია, რათა ყველას გამჭირვალედ ავუხსნათ დაგროვებითი საპენსიო სქემის ბენეფიტების შესახებ. ეს იქნება ალბათ გადამწყვეტი, მათი ჩართვა მოხდება ეტაპობრივად, მათ მიერ ამ ინფორმაციის მიღების კვალდაკვალ. თუ თქვენ გაქვთ დარიცხული 1000 ლარი ხელფასი, მისი 20%-ი არის 20 ლარი, აქედან თქვენ დაბეგრილს ხომ ხელზე 16 ლარს აიღებდით? ამ 16 ლარს თუ თქვენ საპენსიო ფონდში გადადებთ, 16-ის ნაცვლად დაგიჯდებათ 20 ლარი, ამას დაემატება დამსაქმებლის 20 ლარი და სახელმწიფოს 20 ლარი. ანუ 16 ლარის ნაცვლად, საპენსიო ანგარიშზე დაგიჯდებათ 60 ლარი. ეს არის გაოთხმაგებული, 275%-იანი ამონაგები ურისკო ინვესტიციაზე. ეს უპრეცენდეტო შესაძლებლობაა იმისი, რომ სწრაფად გაიზარდოს თქვენი დანაზოგი. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ მოხდება ამ თანხების ინვესტირება, რაც გაზრდის ყოველწლიურ სარგებელს.

-მსოფლიოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის როგორც წარმატებული ისე წარუმატებელი მაგალითები ბევრია. თქვენი შეფასებით, საქათველოში დანერგილი სისტემა რომელი ქვეყნის საპენსიო რეფორმის მსგავსია, საიდანაც შეიძლება გარკვეული პარალელების გავლება და იმ ქვეყნებში როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?

-დაგროვებითი საპენსიო სქემა მოქმედებს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. აშშ-ში, აზიაში. განსხვავება ერთადერთი ის არის, რომ იქ დამსაქმებლის და დასაქმებულის შენატანები 8-10%-დან იწყება, ჩვენთან კი 2%-ს შედაგენს. გარდა ამისა, მე ვერ ვიპოვე ქვეყანა, სადაც სახელმწიფო მონაწილეობს იგივე დონეზე, ან უფრო მეტად. რეალურად, თქვენ დებთ 1.6%-ს, ამავეს დებს დამსაქმებელი, ხოლო სახელმწიფო დებს 2.8%-ს. ეს საკმაოდ გულუხვი მონაწილეობაა სახელმწიფოს მხრიდან.

-ეკონომისტების ნაწილისგან ისმის კრიტიკა აკუმულირებული თანხების შემდგომ ინვესტირებასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა მოხდეს საპენსიო ფორნდის ფინანსებით საქათველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენა. რას უპასუხებდით კრიტიკოსებს, როგორია ამ მხრივ საერთაშორისო გამოცდილება და შესაძლებელია თუ არა, რომ ფონდში დაგროვილი თანხები მთლიანად სახელმწიფო ობლიგაციებში ჩაიდოს?

-საინვესტიციო პორტფელი უნდა იყოს მაქსიმალურად დივერსიფიცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საპენსიო დანაზოგები ჩაიდოს კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტურმენტებში, თუმცა, უნდა იყოს დივერსიფიცირებულად, ანუ სხვადსხვა აქტივებში მოხდეს განთავსება. მათ შორის, სახელმწიფო სახაზინო ვადლებულებებში, საქართველოს მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ ობლგაციებში, მათ შორის, EBRD-ის მიერ ლარში გამოშვებულ ობლიგაციებში. ასევე შეიძლება ჩაიდოს ისეთ მაღალ რეიტინგულ ქართული კომპანიების ობლიგაციებში, როგორიცაა, თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ელექტროსისტემა, საქართველოს რკინიგზა. ასე რომ არჩევანი არის. პირველ 5 წელს ჩვენ უნდა შევქმნათ დაბალრისკიანი პორტფელი, რაც ითვალისწინებს იმას, რომ აკუმულირებული თანხები განვათავსოდ ასეთი ტიპის ობლიგაციებში. ეჭვები და აზრები, რომ ეს განთავსდება აუცილებლად სახელწმიფოს სახაზინო ვალდებულებებში, არ არის სიმართლე.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …