სულხან გვალია: გვაქვს რწმენა სებ-ის გადაწყვეტილება ლარს გამყარებისკენ უბიძგებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალია იმედოვნებს, რომ სებ-ის გადაწყვეტილება სარეზერვო მოთხოვნის შემცირებასთან დაკავშირებით ეკონომიკის ერთგვარი მასტიმულირებელია იქნება და ლარს გამყარებისკენ უბიძგებს.

„სებ-ის გუშინდელი გადაწყვეტილება იყო მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის ეფექტური კოორდინაციის შედეგი, რამაც გამოიწვია დოლარზე რეზერვის შემცირება და ლიკვიდურობის შეწონვა. ეს ინსტრუმენტები აძლიერებს დოლარის მიწოდებას ბანკების მხრიდან ქართულ კომპანიებზე, ძირითადად საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე.

გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი მიეწოდება ეკონომიკას შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს კოორდინაცია გვაძლევს რწმენას, რომ ლარი წავა გამყარებისკენ და იმ კურსისკენ, რაც არის ეკონომიური ფუნდამენტით გამართლებული ანუ ლარი 2.7 დან -2.8- მდე დასტაბილურდება. სებ-ის გუშინდელი კონკრეტული ქმედებით ქართული ბანკებიდან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის რესურსის დამატებითი მიწოდება მოხდა ეკონომიკისთვის. ჯამში ეს ორი ფაქტორი ძალიან იმედის მომცემია. ჩვენ ვხედავთ სებ-ის პრინციპულ განწყობას, რომელიც მიმართულია ლარის კურსის გამყარებისკენ “-, განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, სულხან გვალიამ.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …