სუბსიდია იყო ერთჯერადი ხასიათის – ლაშა ხუციშვილი კომუნალური სუბსიდიის პროგრამის დასრულებაზე

სუბსიდია იყო ერთჯერადი ხასიათის, რომლის ვადა ამოიწურა, ასე განმარტავს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი 300 კვტ/სთ-მდე მომხმარებლებისთვის კომუნალური სუბსიდიის პროგრამის დასრულებას. მისი თქმით, სუბსიდიებიც და დახმარების პროგრამებიც არის ყოველთვის მიზნობრივი და ორიენტირებულია იმაზე, რომ მიზნობრივად და ეფექტურად იყოს გამოყენებული.

“სუბსიდია იყო ერთჯერადი ხასიათის, რომლის ვადაც ასევე ვთქვათ ამოიწურა. ჩვენს შემთხვევაში სუბსიდიებიც და დახმარების პროგრამებიც არის ყოველთვის მიზნობრივი და ორიენტირებულია იმაზე, რომ მიზნობრივად და ეფექტურად იყოს გამოყენებული და დახმარება მიიღოს ზუსტად იმ კატეგორიის ადამიანებმა, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. შესაბამისად, ყველა ტიპის სუბსიდია და დახმარება, რომელიც გამოიყოფა, სწორედ ამისკენ არის და მომავალშიც ამისკენ იქნება მიმართული. შესაბამისად, ყველა ის ნაწილი დახმარებისა თუ სუბსიდიისა, რომელიც დღეს ხორციელდება, მომავალშიც განხორციელდება და ამ მიზანს მოემსახურება“, – განაცხადა ხუციშვილმა. ამასთან, ხუციშვილმა, საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ყველა სამინისტრო მუშაობს.

„სერვისების ნაწილში თითოეული სამინისტრო მუშაობს, რათა მაქსიმალურად იყოს შემცირებული ის ბარიერები და პროცედურები, რასაც ბიზნესი ხვდება ამა თუ იმ ბიზნეს საქმიანობის პროცესში. შესაბამისად, ყველა სამინისტროს აქვს შესაბამისი გეგმა, თუ რა შეიძლება გაუმჯობესდეს ამ მიმართულებით, რათა ხელი შევუწყოთ ეკონომიკური აქტივობის აჩქარებას საქართველოში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …