სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებას კერძო პროფსასწავლებლებშიც მიიღებენ

თბილისი (BPI) – სტუდენტები დაფინანსებას კერძო პროფესიულ სასწავლებლებშიც მიიღებენ. პრემიერმა აღიარა რომ მანამდე მოქმედი სისტემა დაფინანსებულიყო მხოლოდ სწავლა სახელმწიფო პროფსასწავლებელში არასწორი იყო.

ცვლილებების თანახმად, სასწავლებლები ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებენ.

“კერძო პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცდების შედეგებით ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფოს მხრიდან ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებენ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ამასთან ერთად, იგეგმება პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლების ანაზღაურების  30%-ით გაზრდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროფესიული სწავლების მიმართულებით მთავრობა გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის გამოცდილებას ეყრდნობა, რომელთაც  ძლიერი პროფესიული განათლების სისტემის შექმნა სწორედ სახელმწიფო და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობით შეძლეს.

შემთხვევითი სიახლე

10 წლის განმავლობაში პირველად – Google-მა ლოგოტიპი განაახლა

კომპანიამ Google 2015 წლის შემდეგ ლოგოტიპი პირველად შეცვალა – ასო G ახლა წარმოდგენილია კომპანიის ფერების გრადიენტული გადასვლით. …