სტუდენტებისთვის თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დასაქმების ფორუმი იმართება

თბილისი (BPI) – თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში სტუდენტების დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ფორუმზე მოსულ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიების რეალურ ვაკანსიებს და დაესწრნონ უცხოელი კოლეგების მიერ გამართულ ლექციებს დასაქმების სფეროში არსებული ტენდენციების შესახებ (ლექცია გაიმართება ინგლისურ და ფრანგულ ენებზე).

დასაქმების ფორუმი 17:00 სთ-მდე გაგრძელდება.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ  იუსტიციის სახლი, შემოსავლების სამსახური, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თიბისი ბანკი, თიბისი დაზღვევა, იუსტიციის სახლი, ნიკორა, დომინო, სადაზღვევო კომპანია არდი, ჯი პი აი ჰოლდინგი, გუდვილი, კარფური,  ივ როშე,  ბაზისბანკი, კრედო ბანკი, BDO, ვენდისი, დანკინი, პსპ დაზღვევა და საქართველოში მოქმედი სხვა მსხვილი დამსაქმებლები.

ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით იმართება.

ფორუმის ჩატარების ადგილი: თბილისი, მერაბ ალექსიძის მე-2 შესახვევი, N3  

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …