თბილისი (BPI) – კომპანია „აჭარა ჯგუფის” „სტამბამ” AHEAD Global Awards 2019″ – ზე “ხალხის რჩეული სასტუმროს” ჯილდო მოიპოვა. წარმატებულის გამოვლენის ცერემონიალი ლონდონში გაიმართა.
სასტუმრო ნომინატებს შორის AHEAD Europe Awards 2018- ზე გამარჯვების შედეგად მოხვდა.
სასტუმრო მენეჯმენტის შეფასებით, დაჯილდოებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნომინირებულ სასტუმროებს შორის – მსოფლიო მასშტაბით – სასტუმრო „სტამბა” სარგებლობს საზოგადოების დიდი მხარდაჭერით, რაც საჯარო ხმის მიცემის პროცესის შედეგმა გამოავლინა.
Ahead Awards წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოსა და აღიარებას და ასევე წარმატების მაჩვენებელს სასტუმრო ინდუსტრიის დარგში.
“მსგავსი აღიარება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და ტურიზმის, როგორც ქვეყნის წამყვანი დარგის მომძლავრებას და ახალ საერთაშორისო ბაზარებზე გასვლას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას”, – მიაჩნიათ “აჭარა ჯგუფში.”