სსბ-ზე “კრიტალის” ობლიგაციები დაილისტა

თბილისი (BPI) – “კრისტალის” ობლიგაციები ბირჟაზე დაილისტა.

15 მილიონის  2 წლიანი ფასიანი ქაღალდები ( #CRS02L) მისოს მე-2 ემისიაა, შარშან 10 მლნ-ის გამოუშვა და ისიც სსბ-ზეა დალისტული.

ობლიგაციები B კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი – სს „გალტ ენდ თაგარტი”.
ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთს დამატებული 400 საბაზისო პუნქტი, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით.

ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2021 წლის 1 თებერვალი. მათ მიენიჭა სავაჭრო კოდი –  #CRS02L.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …