“სოლო” და “გალერეა ერთი” თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობისთვის

თბილისი (BPI) – გასულ  წელს “გალერეა1-ის’’ საგამოფენო სივრცე უტა ბექაიას ვიდეო ინსტალაციას დაეთმო, რომელშიც ხელოვანის ბავშვობის დროინდელი ზღაპრების გმირები გაცოცხლდნენ. გამოფენა სახელწოდებით “ზე ადამიანები’’ ქართული მითოლოგიისა და ხალხური ეპოსის ელემენტებით შეიქმნა.

ქართველი არტისტი პროექტის მეორე ნაწილზე ახლა მუშაობს – იმავე კონცეფციით, თუმცა განსხვავებული სათქმელით უტა ბექაია გამოფენას 15 მაისს კვლავ “გალერეა 1-ის ‘’ სივრცეში გახსნის. გამოფენა დამთვალიერებელს ორი თვის განმავლობაში დაელოდება.

არტისტ უტა ბექაიას თქმით, ეს უფრო ფსიქოლოგიური კვლევაა, ასე ვთქვათ ადამიანიას ყველა იმ თვისებების გამოვლინება, რომელსაც ვცდილობთ დავმალოთ ან არ შევხედოთ თვალებში. “ვიდეოინსტალაციასთან ერთად, რომელშიც სულ 20 ვიდეოა გამოყენებული, იქნება კერამიკის ნამუშევრები და ნაქარგები გამოფენილი. ასე რომ, მთლიანობაში ეს იქნება სხვადასხვა მიმდინარეობის მიქსი.’’

უტა ბექაიას პერსონალური გამოფენა “სოლოსა” და “გალერეა 1-ის’’ თანამშრომლობით ხორციელდება. სოლომ თანამედროვე ხლოვნების მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით საინვესტიციო კოლექციების შეგროვება დაიწყო და გალერეასთან თანამშრომლობა 2018 წელს გააფორმა. თანამშრომლობა “გალერეა 1-ის’’  სივრცეში წარმატებული ხელოვანების გამოფენების მოწყობასა და საქართველოს სახელოვნებო სივრცის მეტ პოპულარიზაციას გულისხმობს.

“სოლომ” თავისი თანამშრომლობით “გალერეა ერთთან’’ გადადგა, შეიძლება ითქვას,  ისტორიული ნაბიჯი და პირველად თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერისთვის მან გადაწყვიტა ჩვენთან დაედო ხელშეკრულება ნამუშევრების სისტემატიური შეძენის შესახებ”, – აღნიშნავს გალერეის არტ-კონსულტანტი ლელა გრიგალაშვილი.

“სოლოსა” და “გალერეა ერთის’’ თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი 5 გამოფენა მოეწყობა. ყოველი გამოფენის შემდეგ გამოიცემა წიგნი, რომელთა ავტორები მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები იქნებიან, ყოველი გამოფენიდან სოლო ერთ ნამუშევარს იძენს. პირველი ნამუშევარი,  რომელიც სოლომ შეიძინა მხატვარ ლუკა ლაზარს ეკუთვნის, მეორე მხატვარ ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრია.

”სოლოში” მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერა, ასევე ვთვლით, რომ ხელოვნებაში ინვესტირება მნიშვნელოვანია. გალერეა გამართავს 5 სხვადასხვა გამოფენას და ჩვენ შევიძენთ თითო ნამუშევარს, რომელიც გამოიფინება შემდგომ სოლო ლაუნჯებში. მსგავსი პრაქტიკა მიღებულია მთელ მსოფლიოში და მიხარია, რომ სოლო არის ერთ-ერთი ინოვატორი საქართველოში”, – აღნიშნავს Solo Lifestyle-ის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი.

სოლო რადიკალურად განსხვავებული საბანკო კონცეფციაა, რომელიც 40 000 მდე ადამიანს ემსახურება. სოლო არა უბრალოდ ბანკი, არამედ ცხოვრების სტილია, რომლის დიზაინი, მომსახურება თუ დამოკიდებულება სოლო მომხმარებლის მოლოდინზეა მორგებული.

ნინი ტყებუჩავა

საქართველოს უნივესიტეტის” სტუდენტი

ფოტო: hammock.at.ge

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …