სკოლებში ფინანსური განათლების საკითხების სწავლება იწყება

თბილისი (BPI) – ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ფინანსური განათლების საკითხების სწავლება იწყება.

საბაზო საფეხურის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების კუთხით, ფინანსური განათლების კომპონენტსაც შეისწავლიან.

პროექტი ეროვნული ბანკის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ფინანსურ განათლებაზე ზრუნვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ადრეული ასაკიდან ფინანსური განათლების მიღების საჭიროებას საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს.

 

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …