სილქ როუდ ბანკს ახალი CEO ჰყავს

თბილისი (BPI) – სილქ როუდ ბანკის გენერალურ დირექტორად ელი ენოხი (ილია ენუქაშვილი) დაინიშნა, საქართველო/ისრაეელის ორმაგი მოქალაქე.

ცვლილების რეგისტრაცია აქციონერმა (სილქ როუდ ჯგუფი) დღეს დაასრულა.  ბანკის CEO-მ ალექსანდრე ძნელაძემ  მთლიანად, საბანკო ასოციაციაში გადაინაცვლა, რომლის  პრეზიდენტად ბანკებმა 2018 წლის ოქტომბერში აირჩიეს.

სილქ როუდი  ბაზარზე ყველაზე მცირეკაპიტალიანია. საზედამხედველო კაპიტალი 50, 5 მლნ ლარამდეა. 

ახალი დირექტორი სილქნეტის წარმატებული მენეჯერია. ბანკის დირექტორატს მასთან ერთად წარმოადგენენ ნათია მერაბიშვილი ( ფინანსური დირექტორი) და  გიორგი ღიბრაძე/რისკები/.

სამეთვალყურეო საბჭო: ირაკლი მანაგაძე /დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო/     ვასილ კენკიშვილი, გიორგი მარრი, მამუკა შურღაია, მზია ქოქუაშვილი, დევიდ ფრანც ბორგერი/გერმანია/

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …