სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

თბილისი (BPI) – ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრმა 19-20 მაისს კახეთის რეგიონში 1600 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, აქტიური ზემოქმედება მიმდინარეობდა შეზღვუდვების ფონზე, რაც გამოწვეული იყო ცაში არსებული მაღალი საჰაერო ტრაფიკის გამო.

ცენტრის ცნობით, 19 და 20 მაისს მთელი დღის განმავლობაში ჩრდილო-დასავლეთის და სამხრეთდასავლეთის მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე განსაკუთრებით სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, ხოლო სეტყვის მარცვლის ზომა 20მმ აჭარბებდა,ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის, თელავის და დედოფლისწყაროს რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა 340 ერთეულამდე რაკეტა.

აქტიური ზემოქმედების შედეგად განადგურებისგან დაცული იქნა 180 000ჰა ფართობის სავარგულები.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …