სეს-ს სპეციალისტებმა ფერმერებს ვეტერინარული პრეპარატების სწორად გამოყენების შესახებ რეკომენდაციები გააცნეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიისა და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის სპეციალისტები გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდნენ და ცხოველთა მოვლისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე რეკომენდაციები გააცნეს.

შეხვედრაზე, რომელსაც 20-მდე ფერმერული მეურნეობის წარმომადგენელი ესწრებოდა, განიხილეს პირველად წარმოებაში ვეტერინარული პრეპარატების სწორად გამოყენების აუცილებლობა, რაც მნიშვნელოვანია ცხოველთა დაავადებების ეფექტურად მართვისა და მომხმარებელთა ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად.

სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერთა ინფორმირების მიზნით მსგავს შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონებში გამართავს.

პირველადი წარმოება არის პროცესი, რომელიც მოიცავს მცენარის მოყვანას (მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის ჩათვლით); ცხოველის გაზრდას, მოშენებას დაკვლამდე, აგრეთვე რძის წველას. სურსათის ეროვნული სააგენტო პირველადი წარმოების კონტროლს 2021 წლიდან ახორციელებს (ჩატარდა 407 ინსპექტირება).

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …