სემეკში ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS) დადებითად შეფასდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS) დადებითად შეფასდა. სემეკისთვის მინიჭებული ISO 9001:2015-ის ფარგლებში, სააკრედიტაციო ავსტრიული ორგანიზაციის ,,ტუვ ავსტრიას (TÜV AUSTRIA CERT GMBH) მიერ, მიმდინარე წლის ნოემბერში პირველად ჩატარდა საზედამხედველო/საკონტროლო აუდიტი, რომელშიც აღინიშნა, რომ სემეკს, როგორც ISO 9001:2015-ის სერტიფიკატის მფლობელს, მაღალი შეფასება მიენიჭა.

აუდიტის დასკვნაში წერია: „სემეკში საქმიანობს ძალიან კომპეტენტური და მოტივირებული გუნდი. თანამშრომლებმა გამოავლინეს ხარისხის მენეჯმენტის სიტემის(QMS) კარგი ცოდნა. დოკუმენტაცია სწორად, სრულყოფილადაა შედგენილი და პროცესების შეფასება ხდება მაღალ დონეზე. ტოპ მენეჯმენტის საქმიანობა, საქმისადმი ერთგულება და მართვა მაღალ დონეზეა წარმოდგენილი“.

სემეკს ISO 9001:2015 საერთაშორისო ხარისხის მართვის სერტიფიკატი 2020 წლის დეკემბერში მიენიჭა.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …