სემეკში „თვინინგ ლაითის“ პროექტის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) „თვინინგ ლაითის“ პროექტის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრებს ესწრებიან ესწრებიან სემეკის ბაზრის მონიტორინგის, IT, მომსახურების ხარისხის კონტროლის, იურიდიული, ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტების, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახურის (GSE) წარმომადგენლები.
შეხვედრები 19-დან 22 დეკემბერის ჩათვლით გაიმართება. მონაწილეები იმსჯელებენ ენერგეტიკული სექტორის დიგიტალიზაციის, ევროპული საკანონმდებლო ჩარჩოს, ენერგეტიკული ბირჟების, მონაცემთა დაცვის რეგულაციებისა და საუკეთესო ევროპული გამოცდილების, ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის, ევროპის სტატისტიკის სისტემაში ენერგეტიკული სტატისტიკის შესახებ ანგარიშგებასთან დაკავშირებული ციფრული პროცედურების, სემეკის ენერგეტიკული სტატისტიკის ანგარიშგების პროცესის ანალიზისა და ამ კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგ ლაითის პროექტის – „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ ხანგრძლივობაა 8 თვე, ხოლო მისი ბიუჯეტი 250 000 ევროს შეადგენს. პროექტის განმახორციელებელია იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახური (GSE). საქართველოს მხრიდან პროგრამას ხელმძღვანელობს სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …