სემეკმა სს „საჩხერეგაზისთვის“, შპს „დიდი დიღომისთვის“ დადგენილი საყოფაცხოვრებო ტარიფები უცვლელი დატოვა

13 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ უცვლელი დატოვა სს „საჩხერეგაზისთვის“, შპს „დიდი დიღომისთვის“ დადგენილი საყოფაცხოვრებო ტარიფები. შემცირების მიმართულებით დაკორექტირდა სს „ენერგოკავშრისთვის“, შპს „ყამარი-მ“-სთვის, შპს „მამედისთვის“ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები. აღნიშნული განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და  ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით.

ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3 წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე – 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2028 წლის 1-ლ იანვრამდე.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …