სემეკმა სს „თელასი“ 50 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა.
საქმე ეხება კომპანიის მიერ სემეკის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას. კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს „თელასს“ დაავალა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა.
სს „თელასს“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე.

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …