სემეკი მოქალაქეებს შესაძლო ინტერნეტ თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

სემეკი მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა სმს შეტყობინებების სახით მიიღეს შეთავაზება, შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების (Cashback) შესახებ.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას და მოუწოდებს, მსგავსი სმს შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით და არ შეიყვანონ სააბონენტო თუ პირადი მონაცემები.

კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგის, ბუნებრივი გაზი, წყალი) კომპანიებთან მსგავსი ტიპის შეთანხმება (Cashback) ან კომუნიკაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არ განხორციელებულა არც ერთი ორგანიზაციისა თუ ინტერნეტ გვერდის მიერ.

მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა. მონაცემები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში არსებული გარემოების შესასწავლად“, – აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევითი სიახლე

ლონდონის საფონდო ბირჟა: ვულოცავთ საქართველოს 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის წარმატებულ განხორციელებას

საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას ეხმაურება ლონდონის საფონდო ბირჟა. …