“სემეკი ირიგაციის სექტორში არსებულ დავებსაც განხილავს” – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა. ახალი მარეგულირებელი აქტით მოწესრიგდება პირველად წყალმოსარგებლეს – მიმწოდებელსა და მომხმარებელთა შორის საირიგაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. ნორმატიული აქტით დაწესდა ნორმები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალე და სამართლიან პრინციპებზე დაფუძნებული მომსახურების პირობები. წესების შესაბამისად, მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფა მოხდება ფაქტობრივად მიღებული მომსახურების შესაბამისად, რაც სექტორის განვითარებისთვის შექმნის შესაბამის პირობებს.

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, ახალი ნორმატიული აქტის პირობებში სემეკი ხდება სექტორში არსებული დავების განმხილველი პირველი ინსტანცია, როგორც ეს სხვა რეგულირებად მიმართულებებზეა.

“საირიგაციო წყლის მიწოდების წესებით სექტორში მოწესრიგდება ურთიერთობები სასოფლო-სამეურნეო წყალმომარაგების ნაწილში მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის. ასეთი წესები ჩვენ გვაქვს სასმელი წყლის ნაწილში, ასევე ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში. გარდა ამისა, სემეკის ფუნქცია  მხოლოდ წესის დადგენით არ შემოიფარგლება. კომისია ასევე განიხილავს ამ სექტორში არსებულ დავებსაც, ისევე როგორც ამას სხვა რეგულირებად სექტორებში ვახორციელებთ. აქედან გამომდინარე სემეკი იქნება დავების განმხილველი პირველი ინსტანტცია. თუკი სემეკის გადაწყვეტილება დავებთან დაკავშირებით რომელიმე მხარეს არ დააკმაყოფილებს, მაშინ ეს უკვე გასაჩივრდება სასამართლოში.

კიდევ ერთი ნაწილი ტარიფების დადგენას ეხება. შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივ ადრეც ჰქონდა კომისიას ეს ფუნქცია, თუმცა ახლა კანონმდებლობით ეს ფუნქციაც უფრო მკაფიოდ განისაზღვრა”. – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …