სემეკი ელექტროენერგიის თავისუფალი მიმწოდებლებისათვის ონლაინ შეხვედრას გამართავს

საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლის საქმიანობისა და შესაძლებლობების შესახებ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 4 მარტს, 16:00 საათზე ონლაინ შეხვედრას გამართავს.

შეხვედრის მიზანია საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლის საქმიანობით დაინტერესებული პირებისათვის არსებული მარეგულირებელი ჩარჩოსა და დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა, ასევე მათ მოლოდინებზე მსჯელობა.

შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, ქართულ ენაზე.

მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგი ბმულის საშუალებით:  რეგისტრაციის გავლა

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 მარტი, 18:00 სთ.

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …