სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ MEDREG ორგანიზებით ჩატარებულ მაღალი დონის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სემეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 14 ივნისს საბერძნეთში, ხმელთაშუა ზღვის მარეგულირებელთა ასოციაციის MEDREG ორგანიზებით ჩატარდა მაღალი დონის სამუშაო შეხვედრა თემაზე – კომპლექსური რეგულირების როლი ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ენერგეტიკული ტრანსფორმაციის ხელშეწყობისთვის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარემ, მაია მელიქიძემ.

შეხვედრა გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც მაია მელიქიძემ ისაუბრა რეგიონალური ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციაზე, ასევე მასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის მარეგულირებელი რეფორმების როლზე.

ინფორმაციისთვის, ხმელთაშუა ზღვის მარეგულირებელთა ასოციაცია ჯამში 22 ქვეყნიდან 27 ენერგეტიკულ მარეგულირებელს აერთიანებს, რომელიც მოიცავს ევროკავშირს (EU), ბალკანეთას და MENA რეგიონს: ალბანეთი, ალჟირი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია, კვიპროსი, ეგვიპტე, საფრანგეთი, წევრები უკვე არიან საბერძნეთი, ისრაელი, იტალია, იორდანია, ლიბანი, ლიბია, მალტა, მონტენეგრო, მაროკო, პალესტინის ხელისუფლება, პორტუგალია, სლოვენია, ესპანეთი, ტუნისი და თურქეთი.

MEDREG – ის მიზანია ხელი შეუწყოს და განავითაროს მარეგულირებელის მიდგომები და პრაქტიკა, რომლებიც თანმიმდევრულია რეგიონულ დონეზე ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაციისთვის ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. MEDREG ხელს უწყობს გამჭვირვალე, სტაბილურ და თავსებად მარეგულირებელ ჩარჩოს ჩამოყალიბებას ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, რაც დადებითად მოქმედებს  ინვესტიციებზე ინფრასტრუქტურაში, მომხმარებელთა დაცვასა და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …