სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში “მედია კლუბის” შეხვედრები დაიწყო

“მედია კლუბის“ ფარგლებში მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები დაიწყო. მონაწილეებს პირველ შეხვედრაზე სიტყვით მიმართა სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ და მათ ცენტრის მიზნები გააცნო.

ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების, ელექტროენერგიის მიმწოდებელი და გამანაწილებელი კომპანიების ფუნქციების, ვალდებულებების, სემეკის რეგულირების მექანიზმების შესახებ მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინა სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საორგანიზაციო საბჭოს წევრმა, სალომე ჯანელიძემ.

სალომე ჯანელიძე 2016 წლიდან საქმიანობს სემეკში. იგი 2019 წლიდან ხელმძღვანელობს იურიდიულ დეპარტამენტს. იგი არის ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community) ექსპერტი, სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საორგანიზაციო საბჭოს წევრი. იგი 2016-2017 წლებში მიწვეული იყო ექსპერტად ენერგეტიკული თანამეგობრობის სათაო ოფისში (ავსტრია, ქ.ვენა). მისი საქმიანობა შეეხებოდა საქართველოს კანონმდებლობასთან ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივებისა და რეგულაციების ჰარმონიზებას, სამუშაო პროექტების მომზადებას. მონაწილეობდა საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ შექმნაში.

სალომე ჯანელიძე არის პროფესიით იურისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დოქტორანტი. მისი საკვლევი თემაა: ელექტროენერგიის მწარმოებელ-მომხმარებელთა შორის ვაჭრობის ეფექტიანი რეგულირება და განვითარების პერპექტივები. იგი არის მაგისტრი ეკონომიკისა და ბიზნესის სამართალში (LLM, გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები),მაგისტრი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის ეკონომიკურ მიმართულებებში (ესექსის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), სერტიფიცირებული ფინანსური მენეჯერი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. სალომე ჯანელიძე, როგორც მენტორი, ენერგეტიკაში ქალების გაძლიერების კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციის GWNET-ის ფარგლებში პროფესიულ დახმარებას.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …