სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1%-ული პუნქტით 8.5%-მდე გაზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 1%-ული პუნქტით, 8.5%-მდე გაზრდაზე გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

“დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის კიდევ 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა”, – განმარტავენ სებ-ში.

შემთხვევითი სიახლე

გაზმომარაგების ავარიულად გათიშვის საკითხზე სემეკში „თბილისი ენერჯის“ პირველი მოსმენა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) შპს „თბილისი ენერჯის“ საკუთრებაში არსებული 500 მმ-იანი …