თბილისი (BPI) – დეკემბერში (2018) სავალუტო ბაზარზე USD/₾ ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ USD 138.6 მლნ შეადგინა. სებ-ის ინტერვენციების (USD 65 მლნ) ჩათვლით კი 200 მლნ-ს გადააჭარბა (L/Y -USD 93.6 მლნ ).
ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 65% ქვეყანაში მოქმედი 16 ბანკიდან და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 5 ყველაზე აქტიურ ორგანიზაციაზე მოდის. დეკემბრის ბოლოს სებ-ის ჩარევის ზღვარმა 30%-ს გადააჭარბა.
![](https://scontent.ftbs4-1.fna.fbcdn.net/v/t1.15752-9/50988161_381776322388111_5564455905237401600_n.png?_nc_cat=109&_nc_ht=scontent.ftbs4-1.fna&oh=093b9d11711f49201882469b3f03eae0&oe=5CF39295)
რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 3.5%-ით, ნომინალური 7.9%-ით გამყარდა (L/Y +0.1% : (-1.1%). სავაჭრო პარტნიორთაგან დეკემბერში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 1.5%-ზე მაღალი იყო თურქეთში – 20.3%, უკრაინაში – 9.8%, რუსეთში – 4.2%, აშშ-ში – 1.9%, ევროზონაში – 1.6%, აზერბაიჯანში – 1.6%, სომხეთში 1.8%.
წინა საანგარიშოპერიოდში (12/2017) საქართველოზე (6.7%) მაღალი იყო უკრაინაში, თურქეთსა და აზერბაიჯანში (L/Y – 13.7%,11.9%, 7.9%) და უფრო დაბალი სომხეთში, რუსეთში, აშშ-სა და ევროზონაში (2.6%, 2.5%, 2.1%,1.4%).