სებ-მა ბაზარს დოლარი მიაწოდა , ეკონომიკასაც თუ წაეშველება პოლიტიკის შერბილებით, ჯერ უცნობია

თბილისი (BPI) – ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე  ჩარევა მაონც მოუწია. 2020 წლის 13 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9936 შეადგინა. საბ-მა ბაზრისთვის  $20 მლნ-ის მიწოდებით მიმოქცევიდან 60 მლნ-მდე ლარი ამოიღო.  ოფიციალური კურსის ნიშნული 2.99 -ზე  ქვემოთ მყისიერად ჯერ არ ჩამოვიდა, მაგრამ ბაზრის მონაწილებს ლარის მცირედით გამყარების იმედი აქვს.

ეს, ნოემბრის შემდეგ , როცა ასევე $20 მლნ გამოიტანა (მაშინაც გაცვლითი კურსის ნიშნული $1/₾3  უახლოვდებოდა)  სებ-ის პირველი ინტერვენციაა. მან 2019-თან შედარებით მსუბუქ მდგომაროებაზე აღნიშნა. ინფლაციაზე  გაუფასურებული ლარის მხრიდან  წნეხი ნაკლებია, თუმცა  ისიც  განაცხადა, რომ  სებ-ი რაც საჭიროა ყველაფერს გააკეთებს. მონეტარული პოლიტიკის შერბილება  იქნება თუ არა საჭირო, მომავალ კვირას გაირკვევა, მპკ-ს სხდომამდე.

 სებ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ კორონავირუსიდან მომდინარე შოკი დაძლევადია, რადგან ქვეყანას სავალუტო ფონდთან 11/03/2021 წლამდე გახანგრძლივებული პროგრამა აქვს ბუფერად და თუ გაუჭირდა დაუყოვნებლივ დახმარებას მიიღებს.

მან ნომინალური  გაცვლითი კურსის, 2019-თან შედარებით მსუბუქ მდგომაროებაზე აღნიშნა. მაგრამ ჩაერევა თუ არა, ამ ეტაპზე დაზუსტებით მაინც ვერ ვიტყვით.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …