სებ-ი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (BSCEE) ჯგუფის 2022 წლის თავმჯდომარე გახდა

16 დეკემბრიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფის (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe – BSCEE) თავმჯდომარის პოზიცია ოფიციალურად დაიკავა.

საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული ჯგუფის წევრი 2013 წელს გახდა და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული ჯგუფის საქმიანობაში. BSCEE ჯგუფი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 25 ქვეყანას აერთიანებს და მისი მიზანი ჯგუფში შემავალი ქვეყნების საბანკო ზედამხედველობის ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაა. ჯგუფის წესების თანახმად, მისი წევრებისაგან ყოველწლიურად აირჩევა ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა. პირველად, საქართველო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნად 2018 წელს, ხოლო მეორედ, საქართველო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნად 2021 წლის 27-28 მაისის BSCEE ყოველწლიურ კონფერენციაზე აირჩიეს.

მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს, წარმომადგენლობითი და ორგანიზაციული ფუნქციების გარდა, საქართველო 2022 წლის BSCEE ჯგუფის კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა იქნება .

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …