სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს განაახლებს

თბილისი (BPI) – სებ-ის პრეზიდენტი რეფინანსირების განახლებულ განაკვეთს 24 ივლისს 14 სთ-ზე გამოაცხადებს და ინფლაციის მაჩვენებლის მოსალოდნელ ტრენდეც იტყვის. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად ზრდის საფუძველი თუ შექმნა. ანალიტიკოსები  2-ნიშნამდე მატებას არ ელოდებიან.

ივნისში წლიური ინფლაცია 4.3%, მაისში 4.7% იყო. მნიშვნელოვანი წვლილი თამბაქოს აქციზის  მატების და  საერთაშორისო ბაზრებზე ბენზინის ფასების ზრდამ განაპირობა. წინა პროგნოზით, ის მიზნობრივს, სხვა თანაბარ პირობებში, მომავალი წლის დასაწყისიდან უნდა მიახლოებოდა

მპკ-ი ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკების გათვალისწინებით პოლიტიკის ნორმალიზაციის პროცესს ნელი ტემპით გაგრძელებას ფიქრობდა ამიტომაც წინა სხდომაზე განაკვეთი 6.5% შეინარჩუნა.ოთხშაბათის პრესკონფერენციაზე სებ-ის პრეზიდენტი ტემპის დაჩქარების მიზანშეწონილობაზეც განაცხადებს.

ჟურნალისტები ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ცვლილებაზეც ჰკითხავენ. რუსული ემბარგოს  გავლენა   4%-მდე,  თუ უფრო მეტით შეამცირებს პროგნოზს.

სებ-ის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოუწევს  მცურავი გაცვლითი კურსის ავტომატური სტაბილიზატორის ფუნქციურ დატვირთვაზე საუბარი. იმაზე, რომ კონკურენტული გაცვლითი კურსი ხელს უწყობს მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესების ტენდენციის გაგრძელებას, რაც ინვესტორთა განწყობაზე პოზიტიურად მოქმედებს. შედეგად კი საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკებს შეამცირებს.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …