სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს

თბილისი (BPI) – სებ-ი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის  (მპლ) მე-8 სხდომას მართავს. რიგგარეშე სხდომაზე (25/09) 7.5% -მდე გაზრდილი განაკვეთის ეფექტს შეაფასებს, ლარის ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსზე როგორ აისახა და გადაწყვეტს, 7.75%-მდე გაზარდოს, თუ 8%-მდე.

23 ოქტომბერს, 14:00 საათზე, მპკ-ის დასრულებისთანავე სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე უპასუხებს კითხვებს,  ინფლაციური წნეხი 2 თვეში როგორ განეიტრალდება. ასევე წარმოადგენს რეკომენდაციებს, სარეზერვო მოთხოვნის შემცირებას სასესხო რეგულაციების შემსუბუქება ხომ არ ჯობს, რომლის ეფექტიც 2 თვეში ვერ დადგება. ასევე, 5% -იანი კლებით შემცირებული ქვეყნის სავალუტო რეზერვებიდან, ღირს თუ არა  კიდევ $100 მლნ-მდე გამოტანა.

ლარის კურსიდან ინფლაციაზე წნეხის მოხსნის შესაძლებლობები  ბიზნესასოციაციამ და გახარიამ 21 ოქტომბრის შეხვედრაზე, კობა გვენეტაძის გარეშე განიხილეს (სებ-ის პრეზიდენტი ვაშინგტონში იყო).

საგარეო სექტორის მონაცემები კვლავ პოზიტიური ტენდენციაზეა.  საქონლისა და მომსახურების ვაჭრობის ბალანსი უმჯობესდება, რაც გაზრდილ განაკვეთთან ერთად, მოლოდინების არხით,  კურსის გამყარებას უნდა შეუწყოს ხელი, რომ  საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია დაიჭიროს.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …