სებ-ი ვალუტის შესყიდვის ინსტრუმენტს ამატებს

თბილისი (BPI)- სებ-ის სავალუტო აუქციონებთან ერთად, ახალ ინსტრუმენტს – სავალუტო ოფციონებს გამოიყენებს. ყოველ თვე აუქციონის წესით გაყიდის ოფციონებს 50 მილიონი ლარის ყიდვის უფლებით.

ოფციონი უფლებას აძლევს მფლობელს შეიძინოს ლარი (აშშ დოლარზე ან ევროზე გადაცვლით) მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, მხოლოდ იმ დღეს, როდესაც ლარის ოფიციალური კურსი წინა 20 სამუშაო დღის საშუალო გაცვლით კურსზე მყარია.

ეს შეზღუდვა უზრუნველყოფს საერთაშორისო რეზერვების ავტომატურად შევსებას მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც ლარს გამყარების ტენდენცია აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ოფციონის მოქმედების ვადაში არც ერთ დღეს ოფიციალური გაცვლითი კურსი არ იქნა წინა 20 დღის საშუალოზე უფრო მყარი, ოფციონის მფლობელი ვერ შეძლებს აღსრულებას. 


საქართველოს ეროვნული ბანკი დააკვირდება ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს და უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მოცულობიდან გამომდინარე, წლის კონკრეტულ თვეს დაიტოვებს უფლებას გაზარდოს ან შეამციროს აუქციონზე გასაყიდი სავალუტო ოფციონის მოცულობა. 


ინსტრუმენტებს სებ-ი საერთაშორისო რეზერვების შევსებისთვის იყენებს. საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები მოწმობს, ადეკვატური მოცულობის რეზერვების არსებობა ამცირებს ქვეყნის რისკიანობასა და კრიზისების ალბათობას, რაც ხელს უწყობს ქვეყნისადმი ინვესტორების ნდობის ზრდას.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …