სებ-ის სავალუტო ბუმს შემაკავებელი ბუფერი არ სჭირდება

თბილისი (BPI) -სებ-მა წელს სავალუტო  აუქციონებზე უკვე USD 120 მლნ იყიდა    და ბანკებს  150 მლნ ლარის  ოფციონებიდან ნაწილი გაუნაღდა (დაუკონვერტა).

ოფციონების მორიგი აუქციონი 27 თებერვალს არის დაგეგმილი (50 მლნ ლარის) და წლის ბოლომდე ამავე მოცულობის 10 გამოტანაა გათვალისწინებული, სულ 550 მლნ ლარის.

თუ ოფციონს კურსის რყევამ არ შეუშალა ხელი (გამოყენება მხოლოდ ₾/$  იმ კურსის შემთხვევაშია შესაძლებელი,  თუ ის ბოლო 20 დღის საკურსო მაჩვენებელზე დაბალია) და თუ სავალუტო ინტერვენციების ყველაზე პესიმისტურ სცენარს განვიხილავთ, მინიმალური მოცულობის იანვარ-თებერვლის -USD 120 მლნ, მაშინ USD 300 მლნ-ზე მეტს ამოიღებს ბაზრიდან.

სარეზერვო აქტივები USD 3.4 მლრდ-ს შეადგენს და განახლებული მონაცემების 8 მარტს გახდება ცნობილი.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …