სებ-ის პრეზიდენტს წინამორბედის უკვირს

თბილისი (BPI) -“3 წელზე მეტია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა მიკავია და ჩემიწინამორბედების საქმიანობა არასოდეს შემიფასებია. მაგრამ დღეს კი უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ფრიად გასაკვირია, თუ რატომ ვერ მოახერხა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა აღეკვეთა მსგავსიდარღვევები 2007 წელს, მაშინ, როდესაც კაპიტალის ადეკვატურობა ბანკის ფინანსური მდგრადობის ყველაზე მთავარი გარანტია და ამაზე უკეთესი ბერკეტიელემენტარულად არ არსებობს. ჩემი ყოფილი კოლეგის საყურადღებოდ მსურსგანვაცხადო, რომ მე კაპიტალის ადექვატურობის დარღვევის მიმართაბსოლუტურად არატოლერანტული ვარ.

ასევე, ჩემმა ყოფილმა კოლეგამ ერთ-ერთ ტელეინტერვიუში პოპულარული ენით სრულიად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, რომელსაც ამ საკითხებშიგათვითცნობიერებულობას ვერ მოვთხოვთ. კერძოდ, მან განაცხადა, რომდამფუძნებლებმა თავიანთი ბანკიდან აიღეს ფული და შემდეგ ეს ფულიკაპიტალის სახით ისევ ბანკში შეიტანეს, რაც, თითქოსდა, სავსებით ჩვეულებრივიმოვლენაა. განვუმარტავ ყოფილ კოლეგას, რომ ბანკიდან მიღებულიდამფუძნებლის ფული არის საკუთარი, თუ ეს ფული მიღებულია წილისგაყიდვით ან დივიდენდის სახით. ხოლო, თუ დამფუძნებელი ბანკიდან ფულსიღებს სესხის სახით, ამ ფულს იმავე ბანკს აღარ უბრუნებს და ამით ბანკს ზარალიწარმოექმნება, ამას, ასევე პოპულარული ენით რომ ვთქვა, ბანკის მეანაბრეებისთანხების საფრთხის ქვეშ დაყენება და დანარჩენი აქციონერების მოტყუება ჰქვია.  აღარაფერს ვამბობ, რომ ასეთი ქმედება კანონმდებლობით მაშინაც და ახლაცაკრძალულია“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …