სებ-ის მორიგი კვლევითი ნაშრომი მონეტარული პოლიტიკის შემუშავებისათვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

საქართველოს ეროვნული ბანკი, საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, ანალიტიკური და კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას აგრძელებს. კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში. ნაშრომების სერია ემსახურება დისკუსიის ხელშეწყობას და უკუკავშირის მიღებას. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებულია ცენტრალური ბანკებისათვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა-მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.

კვლევითი ნაშრომი “ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მონეტარული პოლიტიკის შემუშავებისათვის” მომზადდა სებ-ის ფინანსური ტექნოლოგიების და მოდელის რისკი განყოფილების წამყვანი სპეციალისტის, მარიამ დუნდუასა და ოთარ გორგოძის მიერ, რომელიც პროექტზე მუშაობდა მაშინ, როდესაც სებ-ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო, ხოლო ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი მრჩეველია საბანკო ზედამხედველობის საკითხებში. კვლევის მიზანი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ანალიტიკური არსენალის გაუმჯობესებაა თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის მიდგომების გამოყენებით. კვლევაში წარმოდგენილია ახალი მიდგომა, რომელიც ეძებს მონეტარული პოლიტიკის ოპტიმალურ წესებს Reinforcement Learning-ის (RL) გამოყენებით. RL-ის ყველაზე ახლოს არის ადამიანის გადაწყვეტილების მიღების პროცესთან და, როგორც ჩანს, განსაკუთრებით პერსპექტიულია რთული ეკონომიკური პრობლემების გამოსაყენებლად. მნიშვნელოვანია ის, რომ კვლევაში წარმოდგენილი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკის ანალიზი ავლენს მნიშვნელოვან არაწრფივობას, რომლითაც შეიძლება აიხსნას ტრადიციული მოდელირების მიდგომების პრაქტიკული ნაკლოვანება. ასევე გენერირებული მაკროეკონომიკური გარემოს ანალიზი საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ნეიტრალური პოლიტიკის განაკვეთი, რომელიც 6.5 პროცენტი გამოვიდა. ეს მიდგომა შეიძლება, ცენტრალურ ბანკებში მიმდინარე მონეტარული პოლიტიკის ანალიზისთვის ღირებული იყოს. მიდგომის მომავალმა კვლევამ და განვითარებამ შეიძლება, გამოიწვიოს ნახევრად ავტომატური მონეტარული პოლიტიკის წარმართვა.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …