სებ-ის განახლებულ ვებგვერდზე ტესტირების რეჟიმი დასრულდა და ხვალიდან ძველი ვებგვერდი ფუნქციონირებას წყვეტს

1 – ელი მარტიდან საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებულ ვებგვერდზე  სრულდება ტესტირების რეჟიმი და ფუნქციონირებას შეწყვეტს ძველი ვებგვერდი, რომლის განახლებაც ახალი ვებგვერდის პარალელურად ხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ახალი ვებგვერდი სატესტო რეჟიმში 2021 წლის 28 ივლისს გაეშვა. ახალი ვერსია პასუხობს თანამედროვე ციფრულ მოთხოვნებს და მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებელზე: აქვს მარტივი ნავიგაცია, გაუმჯობესებული საძიებო სისტემა, მოქნილი უკუკავშირის ფორმა.

ვებგვერდთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ – 2 406 406, ან მოგვწეროთ – info@nbg.gov.ge.

 

შემთხვევითი სიახლე

ჩინელი მწარმოებლები მაღაზიებს რუსულ ონლაინ პლატფორმებზე ხსნიან

რუსული სავაჭრო პლატფორმები აქტიურად იზიდავენ ჩინელ მოვაჭრეებს, რომლებიც ცდილობენ სანქციების პირობებში ახალი ბაზრების პოვნას. აღნიშნული …