სახელმწიფო ცერემონიების სასახლე – ავლაბრის რეზიდენციის სახეცვლილება

თბილისი (BPI) – პრეზიდენტის ყოფილ სასახლეს ახალი ფუნქცია განესაზღვრა. პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის მიღწეული შეტანხმებით, ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა.

როგორც ipn-თან პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, შესაბამის განკარგულებას მთავრობა გამოსცემს.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გაიმართება. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ მიღება აბდუშელიშვილის ქუჩა 1-ში მდებარე „სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში“ გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …