სახაზინო ობლიგაციებზე მოთხოვნა მიწოდებას 1,6-ჯერ აღემატება

თბილისი (BPI) – 27 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 81 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.950 პროცენტით, მაქსიმალური 7.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.032 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

შემთხვევითი სიახლე

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფს სემეკის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წარმომადგენელი, თამარ პარუნაშვილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი …