საწარმოთა მხოლოდ 4.1%-ს აქვს საქონლისა და მომსახურების ვებ გაყიდვების სერვისი

“საქსტატის” გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 95.0 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 76.1 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ.

2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა 32.7 პროცენტი იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, განისაზღვრა 19.7 პროცენტით.

საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) – 28.5 პროცენტი, ხოლო საწარმოთა 62.8 პროცენტი საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს. საწარმოთა 4.1 პროცენტს ჰქონდა საქონლისა და მომსახურების ვებ გაყიდვები, რომელთა 81.0 პროცენტს შეადგენდა გაყიდვები კერძო მომხმარებლებზე (B2C), 16.8 პროცენტს – გაყიდვები სხვა საწარმოებზე (B2B) და 2.2 პროცენტს გაყიდვები საჯარო სექტორზე (B2G).

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში …