საქართველო ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IMEX2022

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ფრანკფურტის საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. IMEX2022-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და  საგამოფენო ბიურო 7 წევრ კომპანიასთან ერთად იყო წარდგენილი.   გამოფენაში მონაწილეობდნენ სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები.

გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს პოტენციურ პარტნიორებთან: აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის, არაბთან გაერთიანებული საამიროების, ომანის, ტაილანდისა და  ინდოეთის სტუმარმასპინძლობისა და ღონისძიებების სფეროს წარმომადგენლებთან. მოეწყო პრეზენტაცია, სადაც უცხოურ კომპანიებს საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი გააცნეს. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში მასშტაბური კონფერენციების გამართვის და კორპორაციული ტურების ორგანიზების საკითხები.

 

 

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …