თბილისი (BPI) – საქართველოში, 2019 წლის I კვარტალში, მომხმარებელთა 14.76% დაექვემდებარა ფიშინგურ თავდასხმას: ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა მსოფლიოს ქვეყნებს შორის მე -10 ადგილზეა.
„კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემებით, ერთი წლის წინ საქართველოში ფიშინგს დაქვემდებარებულ მომხმარებელთა პროცენტული მაჩვენებელი 11.56% იყო (მე -8 ადგილი). ამ წლის იანვარ-მარტში სომხეთსა და აზერბაიჯანში მომხმარებელთა 8.2% -მა ფიშინგური თავდასხმები განიცადა.
თუ 2019 წლის პირველ კვარტალში ადგილი ჰქონდა მომხმარებელთა თაღლითურ გვერდებზე გადასვლის 111მლნ. 832 ათას 308 მცდელობას და უნიკალურ შეტევადაქვემდებარებული მომხმარებლების რიცხვმა შეადგინა მომხმარებელთა საერთო რაოდენობის 12.11% , გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 90 მლნ .245 ათას 60 ანუ 9.6% იყო.
ექსპერტები ფიშერთა ასეთ მაღალ დაინტერესებას საქართველოთი იმით ხსნიან, რომ ქვეყანაში მომხმარებლები აქტიურად ატარებენ ონლაინ-ტრანზაქციებს. ფიშერები მოტყუებით იგებენ მომხმარებლების სააკაუნტო მონაცემებს და ასე იკაფავენ გზას ფულისკენ. შესაბამისად, მომხმარებლები არ უნდა გამოეხმაურნონ საეჭვო წინადადებებს და არ უნდა გადავიდნენ საეჭვო ყალბ ელექტრონულ გზავნილებზე, სოციალურ ქსლებზე, მესენჯერებზე და საიტებზე, არ უნდა გადასცენ პირადი მონაცემები ვიღაც-ვიღაცეებს. მომხმარებელთა უსაფრთხოებას ფიშინგურ საიტებზე გადასვლისას უზრუნველყოფს ანტივირუსული სისტემა „ანტიფიშინგი“.