საქართველო უკრაინელებისათვის პოპულარული ტურისტული მიმართულებების TOP-5-შია – Google

თბილისი (BPI) – Google-ს უკრაინის ოფისმა საძიებო სისტემაში, უკრაინელების მიერ 3 თვის განმავლობაში სიტყვა “დასვენების” გამოყენება გაანალიზა. ანალიზის შედეგად კომპანიამ  ყველაზე პოპულარული ტურისტული ქვეყნებისა და კურორტების რეიტინგი შეადგინა.

კვლევამ აჩვენა, რომ უკრაინელებისათვის საქართველო პოპულარული მიმართულებების TOP-5-შია. საქართველო მეოთხე პოზიციაზეა და მას მხოლოდ თურქეთი, ეგვიპტე და ბულგარეთი უსწრებს.

მაშ ასე, Google-ს უკრაინული ოფისის მიერ, მომხმარებლების კვლევის შედეგად მიღებული პოპულარული ტურისტული მიმართულებების TOP-10 ასე გამოიყურება:

თურქეთი

ეგვიპტე

ბულგარეთი

საქართველო

კვიპროსი

საბერძნეთი

მონტენეგრო

ხორვატია

ტუნისი

ესპანეთი.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …