საქართველო სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის ისრაელიდან ინვესტიციების მოზიდვას ცდილობს

თბილისი (BPI) – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და  საქართველოში ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

გაცნობით შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების  შესახებ  ისაუბრეს. მარიამ ქვრივიშვილმა და შაბთაი ცურმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ისრაელს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების დიდი შესაძლებლობა გააჩნიათ.  შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ახალი ტურისტული პროდუქტის, სამედიცინო ტურიზმის განვითარებას და ტურიზმის სფეროში ინვესტიციების მოზიდვას.

გაზაფხულზე საქართველოში ისრაელიდან ტურიზმის სექტორით დაინტერესებული ინვესტორების ვიზიტი იგეგმება, მარიამ ქვრივიშვილთანგამართულ შეხვედრაზე  ისრაელის ელჩთან  დაგეგმილ ბიზნესფორუმზეცისაუბრეს.

ისრაელიდან საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.  გასულ წელს ისრაელიდან საქართველოში 156,922 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა  +36.4  %.

2019 წლის იანვარში კი ისრაელიდან საქართველოში 132,1%-ით საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე ისრაელის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ 2019 წლის ბოლომდე ისრაელიდან საქართველოში  200 ათასამდე საერთაშორისო ვიზიტი შედგება.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …