საქართველო და სსფ თანხმდებიან, ფონდის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს

თბილისი (BPI) – საქართველოში სსფ-ის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და საქართველოს მიერ შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმები, – პროგრამის მიმდინარეობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრსა და სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს .

ივანე მაჭავარიანი ჯიჰად აზურს ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში შეხვდა.

შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ვერა მერსედეს მარტინი.

მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის მიმდინარეობა, წელს და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი მაკროეკონომიკური პარამეტრები.

ისაუბრეს საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, განათლების სისტემის ცვლილები და ადამიანური კაპიტალის განვითარება.

აღინიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, რისტინ ლაგარდის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე, რომელიც დაგეგმილია მიმდინარე წლის მაისში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …