საქართველო და იაპონია ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ

საქართველო-იაპონიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და სხვადასხვა, მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება იყო პრემიერ მამუკა ბახტაძისა და იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატის – საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავჯდომარე იჩირო აისავას შეხვედრის მთავარი თემები.

ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და იაპონიის გამოცდილების გაზიარებაზე.

ასევე აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით და ტურიზმის სფეროში არსებული პოტენციალი. იაპონური მხარის შეფასებით, ამ პროცესს ხელს შეუწყობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იაპონიაში და ერთობლივი ბიზნესფორუმი, რომელსაც ტოკიო მასპინძლობს.

ასევე გამოითქვა ქართული ქვევრის ღვინით დაინტერესება. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გამოფენის – “საქართველო – ღვინის სამშობლო” მნიშვნელობას, რომელიც ქართული ღვინის, ისტორიისა და კულტურის შესახებ იაპონიაში ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატი, საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის გენერალური მდივანი იასუტოში ნიშიმურა, ხოლო საქართველოს მხრიდან – იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, დეპუტატები – გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე და დავით სონღულაშვილი დაესწრნენ.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის …