საქართველო განათლების სისტემაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ნერგავს

თბილისი (BPI) – საქართველო განათლების სისტემაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ნერგავს.

ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ბლოკჩეინ კომპანია – “Input Output HK Ltd”-სა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც გულისხმობს განათლების სისტემაში ბლოკჩეინ სისტემის დანერგვას. პროექტი უნიკალურია იმით, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც იზრუნებს განათლების სისტემა გადავიდეს მოწინავე, მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი კომპანია ხდება განათლების რეფორმის მხარდამჭერი კონკრეტული ტექნოლოგიებით. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებულია, ივლისიდან კი ამერიკელ ექსპერტებთან ერთად აქტიური მუშაობა დაიწყება“ – მიხეილ ბატიაშვილი.

მემორანდუმის ფარგლებში განისაზღვრა როგორც თანამშრომლობის სფეროები, ასევე, პრინციპები და პირობები.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …