საქართველო-ბელარუსს შორის ტვირთბრუნვის 200 მლნ-მდე გაზრდის პოტენციალია

თბილისი (BPI) – საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ.

ვლადიმერ ანდრეიჩენკოსა და მამუკა ბახტაძის შეხვედრაზე სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკასა და ორ ქვეყანას შორის  ტვირთბრუნვის 200 მილიონამდე  გაზრდის პოტენციალზე აღნიშნეს. ასევე ტურიზმის მხარდ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ 2010 წლის შემდეგ საქართველოში ბელარუსი ტურისტების რაოდენობა 15-ჯერ არის გაზრრდილი.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობას და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეეხო. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა მეგობართა ჯგუფის ფორმატში მუშაობის მნიშვნელობას.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …