საქართველოში COVID-19-ის პრევენციისთვის დაწესებული იზოლაციის და კარანტინის ვადები შემცირდება

საქართველოში COVID-19-ის პრევენციისთვის დაწესებული იზოლაციის და კარანტინის ვადები შემცირდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე  კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

საკარანტინე ვადებთან მიმართებით მივყვებით ამერიკის და ევროპის ქვეყნების პროტოკოლებს. განხილვები და კონსულტაციები დაწყებულია. კარანტინთან მიმართებით დღეს-ხვალ განახლებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. საკარანტინე ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია “ომიკრონის” მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან და იმასთან, რომ ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში. გამომდინარე აქედან, თუ პირი არის უსიმპტომო, მისი იზოლაციაში ყოფნა საკმარისია 8 დღის განმავლობაში, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში ეს ვადა ხანგრძლივდება 10 დღემდე, ხოლო თუ საჭიროა, შესაძლოა მეტი დროც. კონტაქტების შემთხვევაშიც, რეჟიმი არის შეცვლილი. ოპტიმალურ ვარიანტზე შევჯერდებით და გადავწყვეტთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …